ჩვენ შესახებ
Progress Lab შეიქმნა ერთიანი მიზნისთვის: შექმნილიყო დინამიური, საინტერესო და ეფექტური სასწავლო გარემო, რომელიც ყველა სტუდენტის საჭიროებას მოერგებოდა. ჩვენი მიზანია, გავხადოთ განათლება ხელმისაწვდომი, მოქნილი და ხარისხიანი, რაც მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ეპოქაში განათლება არჩევანია და არა პრივილეგია. ჩვენი პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის განათლება უზრუნველვყოთ ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, მიიღონ უკეთესი სამსახური და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ.
ჩვენი ხედვა
Progress Lab მოწოდებულია, გააფართოვოს სასწავლო შესაძლებლობები და დაამატოს ახალი მიმართულებები ინგლისურის კურსების გარდა. უახლოეს მომავალში, ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროს ექსპერტ ტუტორებთან, იმისთვის რომ დავამატოთ ახალი კურსები, როგორებიცაა:
•ფსიქოლოგია: მენტალური ჯანმრთელობის და პიროვნული ზრდის გაუმჯობესება.
•ლიტერატურა: მსოფლიო კლასიკა და თანამედროვე ნაწარმოებების შესწავლა.
•ქოუჩინგი: პიროვნული და კარიერული უნარების განვითარება.
Progress Lab-თან ერთად, შესაძლებლობები უსაზღვროა და პროგრესი ყველასთვის მიღწევადია."
“Progress Lab, საოცარი აკადემიაა. ძალიან კარგი გარემოა; არანაირი სტრესი და დაძაბულობა გაკვეთილის პერიოდში. მასწავლებლები იყენებენ ახსნის მოკლე და გასაგებ მეთოდებს, არიან საქმის პროფესიონალები პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობით. ვფიქრობ კარგი გამოცდილება და არჩევანია."
- ნინი, საქართველო
“ჩემი დიდი რეკომენდაცია. პროგრესლაბი ჩემი დიდი აღმოჩენა და გამართლებაა. ზუსტად ვიცი წინ უფრო დიდი შედეგი მექნება მისი დამსახურებით."
-მარი, თბილისი
"მადლობას ვუხდი ProgressLab-ს, საუკეთესო აკადემიაა გამოცდილი გუნდით დაკომპლექტებული, თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები."
-სოფო, საქართველო
- Jane Doe


ინგლისური ენის online კურსები (Live ფორმატში)
კურსის დასახელება: პრაქტიკული ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე)
აღწერა:
ეს კურსი გაწვდით ინგლისური ენის საბაზისო გრამატიკის წესებს, რომლებიც მორგებულია პრაქტიკულ სიტუაციებსა და ყოველდღიურ თემებს.
კურსზე შეისწავლით საჭირო ლექსიკას რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის, როგორიცაა მოგზაურობა, საყიდლები, შეხვედრების დაგეგმვა და არაფორმალური საუბრები.
ვისთვის არის განკუთვნილი:
• დამწყებთათვის, რომელთაც სურთ ინგლისურის სწავლა.
• მათთვის, ვინც გეგმავს გადასვლას ინგლისურენოვან ქვეყნებში.
• საქართველოში მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება.
ხანგრძლივობა:
• VIP კურსი (2 სტუდენტი): 1 საათი და 15 წუთი თითო სესია.
• საბაზისო კურსი (5 სტუდენტი): 1 საათი და 30 წუთი თითო სესია.
ფორმატი:
• შესაძლებელია პირდაპირი ლაივ სესიები.
• ასევე შესაძლებელია ვიდეო კურსის შეძენა.
ინსტრუქტორის ბიოგრაფია:
• მარიამ ხარაული და თეონა ხარაული არიან ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრები, რომლებმაც შექმნეს უნიკალური კურსი. ეს კურსი მრავლისმომცველია. სწორედ იმ ცოდნას მიიღებთ, რაც უცხო ენის სრულყოფილად შესწავლისთვისაა საჭირო.
ღირებულება და რეგისტრაცია:
• VIP კურსი: 250 ლარი თვეში.
• საბაზისო კურსი: 180 ლარი თვეში.

მთავარი უპირატესობები:
• ექსპერტი ტუტორები: ისწავლეთ პროფესიონალებისგან რეალური გამოცდილებით.
• მოქნილი სწავლება: ისწავლეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ვიდეო კურსების დახმარებით.
• პრაქტიკული უნარები: მიიღეთ ცოდნა, რომელიც მაშინვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხოვრებასა და კარიერული მიზნებისკენ სწრაფვაში.

ხშირად დასმული კითხვები:
1. შესაძლებელია ლაივსა და ვიდეო ფორმატს შორის შეცვლა? დიახ, შეგიძლიათ ორივე ფორმატის კომბინაცია.
2. არის თუ არა უფასო ტესტური გაკვეთილი? დიახ, რეგისტრაციის წინ შეგიძლიათ ტესტური გაკვეთილის გავლა.
3. საჭირო არის თუ არა ინგლისურის ცოდნა? არა, კურსი იდეალურია დამწყებთათვის.

"გამარჯობა, მე ვარ მარიამ ხარაული, Progress Lab-ის დამფუძნებელი.
ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი ვარ და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ინგლისური ენის მასწავლებელი. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ მოსწავლეებს დავხმარებოდი განვითარებასა და წინსვლაში. ჩემი კარიერა მოიცავს მრავალწლიან გამოცდილებას ინგლისურის სწავლებასა და მთარგმნელობით საქმიანობაში. ამ მრავალფეროვანი გამოცდილების საფუძველზე შევქმენი მოქნილი და ინოვაციური კურსები, რომლებიც სტუდენტების საჭიროებებს ერგება.
Progress Lab დავაფუძნე იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განათლების მიღების გზით აისრულონ ოცნებები და შეიქმნან უკეთესი მომავალი."
კურსის მიზნები
კურსის მიზანია ინგლისური ენის სწავლება A2 დონეზე. კურსის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლემ გააუმჯობესოს სამეტყველო უნარ-ჩვევები (ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა), რომლითაც შეძლებს ინგლისურ ენაზე სწორად საუბარს. მოსწავლეები შეძლებენ მარტივი ფრაზების გამოყენებით წინადადებების შედგენას, ყოველდღიურ სიტუაციებში საუბარს, მარტივი კითხვების დასმას, საკუთარი აზრის გამოხატვას. გაიგებენ მცირე მოცულობის ტექსტს, რომელიც შეიძლება მათთვის უცხო სიტყვებს შეიცავდეს, თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე გაიაზრებენ მათ მნიშვნელობებს.
სამიზნე აუდიტორია
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც დამწყებია და სურს ინგლისური ენის შესწავლა საკომუნიკაციოდ, ვინაიდან კურსი ფოკუსირებულია ყოველდღიურ პრაქტიკულ საკითხებზე და მოიცავს ენის ოთხივე კომპონენტს (ენის ზეპირმეტყველების, აუდირების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.)