
ვიდეო კურსი
კურსის მიზნები
კურსის მიზანია ინგლისური ენის სწავლება A2 დონეზე. კურსის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლემ გააუმჯობესოს სამეტყველო უნარ-ჩვევები (ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა), რომლითაც შეძლებს ინგლისურ ენაზე სწორად საუბარს. მოსწავლეები შეძლებენ მარტივი ფრაზების გამოყენებით წინადადებების შედგენას, ყოველდღიურ სიტუაციებში საუბარს, მარტივი კითხვების დასმას, საკუთარი აზრის გამოხატვას. გაიგებენ მცირე მოცულობის ტექსტს, რომელიც შეიძლება მათთვის უცხო სიტყვებს შეიცავდეს, თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე გაიაზრებენ მათ მნიშვნელობებს.
სამიზნე აუდიტორია
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც დამწყებია და სურს ინგლისური ენის შესწავლა საკომუნიკაციოდ, ვინაიდან კურსი ფოკუსირებულია ყოველდღიურ პრაქტიკულ საკითხებზე და მოიცავს ენის ოთხივე კომპონენტს (ენის ზეპირმეტყველების, აუდირების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.)
რას ვისწავლი?
როდესაც პირველად დავიწყეთ ამ კურსზე მუშაობა, ერთი მკაფიო მიზანი გვქონდა: ინგლისური ენის შესწავლა რაც შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გაგვეხადა დამწყებთათვის.
ცხადია, რომ ახალი ენის შესწავლა შეიძლება იყოს დამღლელი, მაგრამ ამ კურსის თითოეული გაკვეთილი ისე არის შედგენილი, რომ უფრო თავდაჯერებულს გაგხდით და გასწავლით თეორიული ცოდნის სწორ გამოყენებას პრაქტიკაში.
თითოეული თემა შერჩეულია ისე, რომ წინა თემის ლოგიკური გაგრძელებაა, რაც დაგეხმარებათ სწრაფად გაითავისოთ სასაუბრო ინგლისური საფუძვლიანად. კურსი სავსეა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ინტერაქტიული აქტივობებით, რომლებიც არა მხოლოდ მოტივაციას გაზრდის, არამედ დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში.
Curriculum

ლექტორები
როგორც გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ლექტორებს, თეონას და მარიამს დიდი ცოდნა აქვთ დაგროვილი საგანმანათლებლო სფეროში. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით და მოსწავლეებზე დაკვირვებით, მათ დეტალურად შეიწავლეს ინგლისური ენის ათვისებისას არსებული სირთულეები. თეონამ და მარიამმა წლების მანძილზე დახვეწეს სწავლების სტილი, რომელიც ერთდროულად მიმზიდველი და ეფექტურია, რაც საშუალებას აძლევს მათ მოერგონ თითოეული სტუდენტის უნიკალურ საჭიროებებსა და შექმნან გარემო, სადაც ენის შესწავლა არა მხოლოდ ხელმისაწვდომია, არამედ სასიამოვნოც.

მარტივი

პრაქტიკაზე მორგებული
